ავტომობილის მართვის აუცილებელი პირობა.
- დაქირავებული ავტომობილის მართვა შეუაძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან-, რომელსაც გააჩნია მართვის მოწმობა მოქმედი საქართველოს ტერიტორიაზე ( არ არის აუცილებელი საერთაშორისო მართვის მოწმობა).
- ავტომობილის დაქირავების მინიმალური დრო განისაზღვრება მინიმუმ 24 საათით.
- კომპანია ავტომობილს აბარებს სავსე ავზით და ასევე აბრუნებს ”დამქირავებელი.”
- თუ ავტომობილი დაუბრუნდა კომპანიას ნაკლული ავზით, ასეთ შემთხვევაში ავზის შესავსებად დაკლებული საწვავი იანგარიშება 1.00 USD ლიტრზე. ასევე ”დამქირავებელი” არის მთლიანად პასუხისმგებელი იმ შემთხვევაში, თუ ავტომობლში გამოყენებული იქნება უხარისხო ან სხვა ტიპის საწვავი.
- ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის ან გასაღების დაკარგვის შემთხვევაში ”დამქირავებელი” იხდის კომპანიის სასარგებლოდ ჯარიმას 300 USD ოდენობით.
გამქირავებელი ვალდებულია
- მიაწოდოს ა/მობილი მოქირავნეს დაკვეთილ ადგილას დაკვეთილს დროში.
- ავტომობილი იყოს სრულად გამართულ მდგომარეობაში.
- ავტომობილი იყოს დაზღვეული.
- ავტომობილის ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში გამქირავებელი ვალდებულია, აღმოუჩინოს დახმარება მოქირავნეს შეთანხმებით.
დამქირავებელი ვალდებულია
- მართოს ავტომობილი ფხიზელ მდგომარეობაში.
- ა/მობილის მართვის დროს აკონტროლოს წყლისა და ზეთის მაჩვენებელი.
- დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებსა და ნორმებს.
- ა/მანქანა დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში.
- გაუთვალისწინებელ შემთხვევაში (ავტო სატრანსპორტო შემთხვევა, ძარცვა, ქურდობა, სტიქიური უბედურება და ა.შ) დაუყონებლივ მიმართოს სამართალდამცავ სტრუქტურას (ნომერი: 112).
- მართვის დროს სადაზღვევო შემთხვევის გარდა მძღოლის ბრალეულობით გამოწვეული დაზიანების ღირებულება აუნაზღაუროს გამქირავებელს.
- ”დამქირავებელი” 24 საათით ადრე ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს კომპანიას ავტომობილით დროებით სარგებლობის ვადის გადაცილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში დამატებით ანაზღაურდება 10.00 USD ყოველ გადაცილებულ საათზე.
- ”დამქირავებელმა” თუ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ავტომობილი შეუტყობინებლობის გარეშე, დროულად არ დაუბრუნა კომპანიას მისი სარგებლობის დროის ამოწურვიდან სამი საათის განმავლობაში, კომპანია ვალდებულია გადასცეს ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს აღნიშნული ავტომობილის ძებნილად გამოცხადების შესახებ.
- დამქირავებელი თანხმობას აცხადებს, რომ იღებს სრულ პასუხისმგებლობას და აანაზღაურებს სრულ ზარალს იმ შემთხვევაში, თუკი იგი აღნიშნული ავტომობილის მართვის დროს იმყოფებოდა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ან არ წარმოადგენს საპატრულო პოლიციის მიერ დადასტურებულ ოქმს. დაზღვევა არ ანაზღაურებს დაქირავებული ავტომობილის საბურავების, სავალი ნაწილების, ძრავის, გადაცემათა კოლოფისა და ხიდების დაზიანებასა და სხვ. თუ იგი არის გამოწვეული მძღოლის დაუდევრობით და არ არის დაკავშირებული ავტო–საგზაო შემთხვევასთან. სრული ზარალის შემთხვევაში დამქირავებელი ანაზღაურებს ავტომობილის საბაზრო ღირებულების 20% დამატებული სადაზღვევო დეპოზიტი.
- გამქირავებელსა და მოქირავნეს შორის ურთიერთობა რეგულირდება ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
დაჯავშნა
- თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ონლაინ რეზერვაცია www.carrentingeorgia.ge საიტზე მითითებული პირობების მიხედვთ.
- შესაძლებელი დაჯავშნა მეილით 24 საათის განმავლობაში - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
- შესაძლებელია ტელეფონით დაჯავშნა 24/7 - (+995) 555 53 49 49 / 593 71 56 25
- მეილითა და ტელეფონით დაჯავშნა საჭიროებს გამქირავებლის დადასტურებას (სიტყვიერად ან წერილობით).
- ჯავშნის გაუქმება შესაძლებელია დაკვეთამდე 24 საათით ადრე.
გადახდის პირობები
- გამქირავებელი არ მოითხოვს დეპოზიტს.
- 100% წინასწარი გადახდა ქეშით მანქანის შეკვეთის დაწყების დროს.
- შესაძლებელია ჯავშნის დროს 40% წინასწარი გადახდა(საბანკო ტრანსფერითაც) გამქირავებლის მოთხოვნის შემთხვევაში.
დაზღვევის პირობები
- მძღოლის ასაკი განისაზღვრება 21 დან-65 წლამდე, გასათვალისწინებელია მძღოლს ჰქონდეს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა.
- ავტოდაზღვევის შემთხვევაში თქვენ დაცული ხართ შემდეგი რისკებისგან:
- ავტოსაგზაო შემთხვევა, ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა, ხანძარი, აფეთქება, ვანდალიზმი, საგნების ვარდნა, სტიქიური უბედურებები ( მათშორის მიწისძვრა, სეტყვა), აქსესუარები, პასუხისმგებლობის დაზღვევა (MTPL).
- სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოქმედების ინსტრუქცია:
- არ დაძრათ ავტომობილი, შემთხვევის დადგომისთანავე გამოიძახეთ პატრული - 112 დააფიქსირეთ შემთხვევა, დარეკეთ ქოლ ცენტრის ცხელ ხაზზე +995 32 2 505 111 / თქვენ გემსახურებათ სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ვენის სადაზღვევო ჯგუფი.